დავით უსუფაშვილი: ხელისუფლება რეალობის განცდას კარგავს

ახლა თავგზააბნეული ხალხი ცდილობს, კიდევ სხვა მიმართულებით დიდი შეცდომები დაუშვას, ამის საშუალება ჩვენ არ უნდა მივცეთ, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას შეუტევს, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს.

“ხელისუფლება რეალობის განცდას კარგავს და მიიჩნევს, რომ თუ მეორე მხრიდან რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს, რაშიც მან ქვეყანა გახვია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. ახლა თავგზააბნეული ხალხი ცდილობს, კიდევ სხვა მიმართულებით დიდი შეცდომები დაუშვას. ამის საშუალება ჩვენ არ უნდა მივცეთ პრინციპულობით, კონსტიტუციურ ჩარჩოებში პროტესტის გამოხატვით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ურთიერთობითაც და არჩევნებისთვის მზადებითაც. ჩვენ ყველანი ამით ვართ დაკავებული“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები