ზვიად შალამბერიძე ქუთაისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე დღეს, ქუთაისში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქცია-მსველობასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :
“დღეს, ქუთაისში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივმართო.
საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ თავი შეიკაონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან.
ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია.
კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია მოყვება სამართლებრიბი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს.”-ნათქვამია ზვიად შალამბერიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.