დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩუსთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ეუთოს მეგობართა ჯგუფის ფარგლებში გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის სესიაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ გართულებულ ვითარებას და აღნიშნა რომ ეს შეშფოთების საგანს წარმოადგენს ჩვენი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე და ხაზი გაესვა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას.

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ხაზი გაესვა ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები