ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ბიზნესომბუდსმენთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დარწმუნებული ვარ თანამშრომლობა მომავალშიც ასე გაგრძელდება

“ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრისას გამოვთქვით სურვილი, რომ ის ტრადიციულად კარგი ურთიერთობა, რომელიც ზოგადად გვქონდა ყველა ბიზნესომბუდსმენთან, გაგრძელდება და ასევე, ანალოგიური დაპირება მივიღეთ, – ამის შესახებ „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

ხუნძაკიშვილმა რამდენიმე დღის წინ პრემიერისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრაზე ისაუბრა და მთავარ თემებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მარკირების გადასახადს ეხებოდა.

„ჩვენი თემა, ეს არის 2015 წლიდან მოყოლებული არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხი. ამ ეტაპზე, ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, რომ გადაიხადოს მარკირების საფასური, როგორც ადმინისტრირების ერთ-ერთი შესაძლებლობა და იარაღი. თუმცა, წლის ბოლო მოდის და ასევე, ჩვენ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით, სურვილი გამოვთქვით, რომ უნდა გაგრძელდეს ეს პრაქტიკა,“ – განაცხადა „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა.

როგორც დღეს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, უალკოჰოლო სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები შედგა ფინანსთა სამინისტროსთან და ერთობლივად გადაწყდა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა, რაც პოზიტიური და დადებითი გადაწყვეტილებაა ბიზნესისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები