რუსთავი-თბილისის გზატკეცილზე ტრაილერი ამობრუნდა – დაიღუპა 100-ზე მეტი ცხვარი
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ტრაილერი ამობრუნდა. ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ცხვარი დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შშს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო.