დიმიტრი მედვედევი: 2008 წელს საქართველოს აგრესიის საპასუხოდ რთული გადაწყვეტილება მივიღე

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, 2008 წელს „საქართველოს აგრესიის საპასუხოდ“რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდა.

ამის შესახებ მედვედევმა რუსული ტელეარხებისთვის მიცემულ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველაზე რთული გადაწყვეტილება ის არის, რომელიც შესაძლოა ქვეყნისთვის და ხალხისთვის მძიმე პრობლემების მომტანი იყოს. ოდესღაც საქართველოს მხრიდან აგრესიულ ქმედებაზე საპასუხოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მომიწია. სახელმწიფოს ახალგაზრდა მეთაური ვიყავი. ძალიან რთული იყო, რადგან თანამდებობის დაკავებიდან ორი თვის თავზე, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მომიწია“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილება გარდაუვალი და ერთადერთი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები