დავით მათიკაშვილი: უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

​მათიკაშვილის თქმით, უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს.

“გასაგებია, რომ კონკრეტული დეპუტატების ჯგუფი თავისი შეხედულებით, იმ ხედვით, როგორც მათ წარმოუდგენიათ უკეთესი საარჩევნო სისტემა, აქვთ სრული უფლება დააფიქსირონ თავისი პოზიცია. მეორე საკითხია უმრავლესობის გადაწყვეტილება რა არის, რაც ძალიან კარგად ჩანს იმ კენჭისყრის შედეგებში, რომლითაც გამოჩნდა, რომ უმრავლესობის უმრავლესობა მხარს სწორედ პროპორციულ სისტემას უჭერს,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე და სხვა 9 მაჟორიტარი უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაინც დაარეგისტრირებენ. მაჟორიტარები მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას უკვე იწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები