ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ, 6 დეკემბერს 11:00 საათზე გამოკითხვაზე დაიბარეს.

შესაბამისი უწყება გვარამიამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

უწყების თანახმად, იგი სუს-ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელთან, დავით გოგატიშვილთან გამოიკითხება.

“ერთი “ფბ” პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები