ირინა მილორავა “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) ყოფილი თავმჯდომარე ირინა მილორავა “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დირექტორად დაინიშნა.

სიახლე საჯარო რეესტრის მონაცემებში უკვე აისახა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში გიორგი ჩიქოვანი, მიხეილ ზიბზიბაძე და ზაზა დვალიშვილი შედიან.

ენერგეტიკული ბირჟა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 50-50 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ენერგეტიკული ბირჟა ნეიტრალურ, ობიექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც სათანადო ლიცენზიების მოპოვებისთანავე, ელექტროენერგიის შესაბამისი ორგანიზებული ბაზრების ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები