“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

სხდომა პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე დაიწყება, სადაც განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იქნება, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

მაჟორიტარ დეპუტატთა ეს ნაწილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამ მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს. ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები