ბათუმის მერიის შენობასთან აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბათუმის მერიის შენობასთან, სამართალდამცველები და “ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან, მუხრან ვახტანგაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მიუხედავად წინააღმდეგობისა, მათ პროტესტის ნიშნად, მერიის შენობაზე სტიკერები, წარწერით „მონა“ გააკრეს.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მერიაში იმყოფება ალტერნატივას წევრი ანრი გუბაევი, რომელიც შენობაში სტიკერის გაკვრას აპირებს.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ. ადგილზე კი სამართალდამცველები რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები