გურამ მაჭარაშვილი: 2020 წლის საარჩევნო სისტემას არ ვეხებით, როგორც კონსტიტუციაშია მითითებული ისე უნდა ჩატარდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ მაჭარაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნები კონსტიტუციის მიხედვით ჩატარდება.

“განცხადებას რა თქმა უნდა, თან ერთვის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის ორპალატიან სისტემაზე გადასვლას. თავად ეს იდეა კარგია, გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. ამერიკული საარჩევნო სისტემის მოდელია. ეს მოდელი, რომ არ ამართლებდეს, ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორს არ ექნებოდა, თუმცა ეს რა თქმა უნდა მორგებულია ქართულ რეალობას. შეთანხმებული ვართ, ადრეც გვქონდა ამაზე კომენტარები, ჩვენ არ ვეხებით 2020 წლის საარჩევნო სისტემას, როგორც არის ისე უნდა ჩატარდეს, როგორც კონსტიტუციაშია მითითებული”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე და სხვა 9 მაჟორიტარი უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაინც დაარეგისტრირებენ. მაჟორიტარები მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას უკვე იწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები