ელიზაბეთ რუდი: ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკური პროცესისა და წესების თანახმად უნდა განხორციელდეს

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ტელეკომპანია “მთავარი არხის” ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა.

რუდის განცხადებით, ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკური პროცესისა და წესების თანახმად უნდა განხორციელდეს.

​”საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-მა დიდი ინვესტიცია გაწია, რათა განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური პროცესისა და წესების თანახმად“ ,- აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები