პერლ-ჰარბორის სამხედრო ბაზაზე სროლა მოხდა, არის მსხვერპლი
ჰავაის კუნძულზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზა პერლ-ჰარბორზე, მეზღვაურმა ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ამის შესახებ სამხედრო ბაზის წარმომადგენელზე დაყრდნობით NBC იტყობინება.
მედიის ინფორმაციით, ბაზაზე ცეცხლი მეზღვაურმა მუშების მისამართით გახსნა, ამის შემდეგ თავი მოიკლა.
მომხდარის შედეგად სამხედრო-საზღვაო ბაზა დროებით ჩაიკეტა.
გამოძიება დაწყებულია.