წალენჯიხაში სამართალდამცველმა გარემოს დაცვისა და პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პოლიციის თანამშომელმა ბ.ფ- მ გარემოს დაცვის და პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
შემთხვევის შედეგად დაზიანებულია შს სამინისტროსა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის კუთვნილი ავტომობილები.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველი ბ.ფ. უკვე დაკავებულია. საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს.
ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა
როგორც პროკურატურაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, დაკავებულია ერთი პოლიციელი, გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 19.108 მუხლით”,- განაცხადეს პროკურატურაში.