გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს.

ვაშაძის თქმით, ის მზადაა ირაკლი კობახიძესთან “გერმანული მოდელის” არგუმენტებზე ისაუბროს.

“ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივი შუბლძარღვგაწყვეტილი იურისტი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი ამტკიცოს. დაუსვით კითხვა: არის თუ არა ქუთაისში ისტორიული ძეგლის ფასადის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული – აუცილებლად მოიგონებს რაღაცას. მისი სიტყვის სანდოობა არის ნული. თქვენი ეთერით ვთავაზობ ირაკლი კობახიძეს, სადაც უნდა მოვიდეს, დამიჯდეს დებატებში და ხალხს ვაჩვენოთ ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს. პირადად ჩემი მოფიქრებულია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მოდელი, რაც “გერმანული მოდელის“ მნიშვნელოვანი კომპონენტია, მოვიდეს, მზად ვარ დავჯდეთ და ვისაუბროთ ამ სისტემასთან დაკავშირებით და თქვას ერთი არგუმენტი, რაში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩამოყალიბებული მატყუარაა, მოვიდეს დამიჯდეს პირდაპირ ეთერში, იქ ვეტყვი და დავუმტკიცებ, რომ ნადვილი მატყუარაა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები