სოხუმში “ქურდული გარჩევისას” მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა

სოხუმის ცენტრში 22 ნოემბერს “ქურდული გარჩევისას” მომხდარი სროლის დროს, მძიმედ დაჭრილი კაფე „სან-რემოს“ მიმტანი დომინიკა აქირთავა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, ახალგაზრდა გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

22 ნოემბერს მომხდარი სროლის შედეგად ადგილზე ორი მამაკაცი დაიღუპა. მათგან ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი ასტამურ შამბაა, მეორე ალხას ავიძბა.

4 ადამიანისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ამ დრომდე დაკავებული არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები