კახა კალაძე: ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა და დამხობა არავის გამოუვა

თბილისი მერი კახა კალაძე “მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა და დამხობა არავის გამოუვა.

“ჩვენ ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის გამოუვა არც დამხობა, არც გადატრიალების მოწყობა ქვეყანაში. ვინც გაცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ჩვენი ქვეყანა განვითარდება და ჩვენი ქალაქი წინ წავა. ეს ყველაფერი აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

ტელეკომპანია “მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები