საქსტატი: ბიზნესსექტორში დასაქმებულთა 64.1 % თბილისზე მოდის

საქტატის მონაცემებით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა 64.1 % თბილისში საქმიანობს. 9.7 %-ით მეორე ადგილზე აჭარაა. იმერეთი 6.8 %-ით მესამე ადგილზეა. მეოთხე და მეხუთე ადგილებს 5.6 და 3.8 პროცენტით ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სავანეთი ინაწილებენ.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.2 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

ოფიციალური მონაცემებით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 3.9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 632.6 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.9 პროცენტით მეტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები