ინდოეთში პოლიციელმა კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა, არიან დაღუპულები

ინდოეთში, ჩხატისგარჰის შტატში პოლიციის თანამშრომელმა კოლეგების მისამართით ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 6 სამართალდამცველი დაიღუპა, ორი დაშავდა.

სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევა გამთენიისას მოხდა. თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციელთა უმრავლესობა ადგილზე დაიღუპა, ორი საავადმყოფოში მიყვანისთანავე.
დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თავდასხმის შემდეგ მსროლელმა თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები