ზაალ უდუმაშვილი: თუ ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა ეს მისი პოლიტიკური საქმიანობის ნაწილია და ვერავინ დაუშლის

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი, “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის ფაქტს გამოეხმაურა.

უდუმაშვილის თქმით, თუ ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა ეს მისი პოლიტიკური საქმიანობის ნაწილია და ვერავინ დაუშლის.

“თუ ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა ეს მისი პოლიტიკური საქმიანობის ნაწილია და ვერავინ ვერ დაუშლის მას. ჩვენ ერთ მაგიდასთან ვზივართ ყველანი ერთი მიზეზით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები ანუ, ეს არ არის ერთობა რომელიც გაგრძელდება სამუდამოდ”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით გაემგზავრა. როგორც “კვირას“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს შეხვედრებს, ასევე შეხვდება პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები