გიგი უგულავა: ნინო ბურჯანაძე სად წავა და ვის შეხვდება მისი საქმეა

“ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბურჯანაძე სად წავა და ვის შეხვდება მისი და მისი პარტიის საქმეა.

უგულავას თქმით, ოპოზიციური პარტიები მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნების გამო გაერთიანდნენ.

“ჩვენ იმ მაგიდასთან მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნების გამო ვართ გაერთიანებული. იქ არის ბევრი ისეთი პარტია გაერთიანებული, რომელთაც აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები აქვთ. მაგრამ ყველა ითხოვს სწორი თამაშის წესებს, ის რაც ივანიშვილმა წაართვა. ამის იქით ბურჯანაძე სად წავა და ვის შეხვდება ეს არის მისი და მისი პარტიის საქმე. ჩემთვის მისაღებია ის, რომ უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები”,- განაცხადა უგულავამ.

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით გაემგზავრა. როგორც “კვირას“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს შეხვედრებს, ასევე შეხვდება პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები