ქობულეთის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მერის კაბინეტში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დააკავეს.
,,დაგვახვედრეს შეკრებილი ადამიანები, პოლიციელები. ჩვენ გვინდოდა მერთან შევსულიყავით. მერმა მოგვაყენა შეურაცხყოფა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც გახდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი”, -განმარტა “რეგიონულ კვირასთან” ბონდო თედორაძემ.
ამ ეტაპზე ქობულეთის მერიასთან სიმშვიდეა, ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლები და სამართალდამცველები რჩებიან.
როგორც ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, ოპოზიციის წარმომადგენლები კაბინეტში შეჭრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ.