ქართული ოცნების“ ახალგაზრდული კვირეული ორბელიანის მოედანზე საზეიმო კონცერტით გაიხსნა
“საქართველო – ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ – ამ სახელწოდებით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებული ახალგაზრდული კვირეული ორბელიანის განახლებულ მოედანზე საზეიმო კონცერტით გაიხსნა.
ახალგაზრდული კვირეულის ინიციატორი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა.
კვირეულის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’“, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.
“ახალგაზრდული კვირეული“ 7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.