ქუთაისში რამდენიმე ახალი სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე მიმდინარეობს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის – გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ადგილობრივებს ახალი სკვერებით სარგებლობა თვის ბოლოს, ახალი წლის დღესასწაულზე უკვე შეეძლებათ.
,,ადგილზე კეთდება მცირე ზომის სპორტული მოედანი ფრენბურთის ბადით და კალათბურთის ფარებით, აქ იქნება საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. გაშენდება მწვანე ნარგავები, დაიდგმება ძელსკამები და ურნები. ერთიან კომპლექსში მოექცევა ადგილზე აქამდე არსებული ღია სავარჯიშო მოედანი. ამ უბნის მცხოვრებლებს საახალწლოდ უკვე ახალი სკვერი ექნებათ“ – განაცხდა გიორგი ჭიღვარიამ.
სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 138787 ლარს შეადგენს.