“სპექტრში“ დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება

პირველად საქართველოში, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე, კოლეჯ “სპექტრში“ ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება.

BTEC-ის დიპლომი საერთაშორისო პროფესიული სტანდარტით აღიარებულია 150 ქვეყანაში.

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით, კოლეჯმა „სპექტრმა“ კოლეჯ „ახალ ტალღასთან“ ერთად, ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშავა.

2017 წლის შემოდგომიდან, ორივე კოლეჯი სწავლებას ბრიტანეთის ტექნიკური და ეკონომიკური საბჭოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოთხ პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებაზე ახორციელებს: შედუღება, ელექტროობა, ჰაერის კონდიცირება, წყალმომარაგების სისტემები.

2017 წლიდან დღემდე BTEC -ის მიერ ავტორიზებულ პროგრამებზე დარეგისტრირდა 190 სტუდენტი.
3 დეკემბერს, კოლეჯი „სპექტრის“ 62 წარმატებული კურსდამთავრებული პირველად მიიღებს საერთაშორისო დიპლომს.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენელები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები