ჯანდარის ტბაში ორ მამაკაცს ეძებენ

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ჯანდარის ტბაში ორი მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ნავით იყვნენ ტბაში შესულები. სამძებრო სამუშაოები უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც “რეგიონულ კვირას ” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, საჭიროების შემთხვევაში სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები