მოსკოვის პოლიციაში რამდენიმე ობიექტზე დანაღმვის შესახებ შეტყობინებაა შესული
მოსკოვის პოლიციაში რამდენიმე ობიექტის დანაღმვის შესახებ შეტყობინებაა შესული. კერძოდ, ამ ეტაპზე საუბარია სავაჭრო ცენტრებზე ГУМ და „აფიმოლ სითი“-ზე, ასევე ბასმანის და ლეფორტის სასამართლოებზე.
ანალოგიური მდგომარეობა ქალაქში ივნისში დაფიქსირდა.
5 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია 50 ობიექტის დანაღმვის შესახებ, მათ შორის იყო სახელმწიფო დუმა.
საუბარი იყო ასევე ტელეცენტრ „ოსტანკინოსა“ და „როსია სეგოდნია“-ს რედაქციაზე.