საქსტატი: მიმდინარე სასწავლო წელს სწავლის გაგრძელებაზე უარი 12 049-მა მოსწავლემ თქვა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც სწავლა დროზე ადრე შეწყვიტეს გასულ წელთან შედარებით 2 %-ით შემცირდა.

ოფიციალური სტატისტიკით,2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% – ბიჭი. ყველაზე მეტი, სამი ათასზე მეტი მოსწავლე მეათე კლასიდან გავიდა.

ბოლო მონაცემებით,საქართველოში სულ 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.6%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% – ბიჭი.ჯამში სკოლებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები