ცოტნე ზურაბიანი: TANAP” და “TAP” პროექტები ევროპის რუსეთისაგან ენერგო დამოუკიდებლობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ

“TANAP” ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანი, რომელსაც საქართველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, – ასე ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი, თურქეთში “TANAP”- ის პროექტი გახსნას.

“TANAP” – ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანი, რომელსაც საქართველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, უკვე რეალობაა. უკვე დამთავრდა პროექტის ძირითადი ნაწილი და გაზსადენი მზად არის აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ევროპას მიაწოდოს საქართველოსა და თურქეთის გავლით. “TANAP” და “TAP” – ეს პროექტები გაზრდიან ჩვენი ქვეყნების შემოსავალს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ევროპის რუსეთისაგან ენერგო დამოუკიდებლობაში. “TANAP” ყველაზე გრძელი გაზსადენია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაშიც და მისი წარმატებით რეალიზება ჩვენი რეგიონის შესაძლებლობების კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ სამეზობლო პოლიტიკას, სტაბილურობას და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებას ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნების და რეგიონის განვითარების საქმეში”, -აღნიშნავს ზურაბიანი.

გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) გახსნა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა. პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. “TANAP”-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები