არჩილ თალაკვაძე: დღევანდელი შეხვედრა ნორმალური პოლიტიკური პროცესის ნაწილია
დღევანდელი შეხვედრა ნორმალური პოლიტიკური პროცესის ნაწილია,- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ “იმედის” პირდაპირ ეთერში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრა.
თალაკვაძის თქმით, შეხვედრა და საუბარი ყოველთვის საჭიროა.
“შეხვედრა და საუბარი ყოველთვის საჭიროა. დღევანდელი შეხვედრა ნორმალური პოლიტიკური პროცესის ნაწილია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ელჩებს ამ ფორმატის მხარდაჭერის და მონაწილეობისთვის. ვნახე რამდენიმე გამოხმაურება ფორმატთან დაკავშირებით, რაც ძალიან სუბიექტურია. რეალობა არის ის, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეები, ხელისუფლება, ელჩები და ვენეციის კომისია. მომხრე ვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეები მომავალშიც შევიკრიბოთ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო და ეს ტრადიცია გახდეს – განვითარებულ დემოკრატიებში ეს პოლიტიკური კულტურის ნაწილია და ჩვენთანაც ასე იქნება. გასაგებია, ვისაც ეს არ მოსწონს რა პრობლემა აქვს – სურთ, რომ მხოლოდ თვითონ ისხდნენ მაგიდასთან, თუნდაც ზოგჯერ მარტო”,- განმარტა თალაკვაძემ.
შეხვედრაზე ხელისუფლებამ პროპორციული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის განხილვაზე უარი განაცხადა.