ირაკლი შონია: გიორგი გახარიას მიმართ ერდოღანს და ალიევს პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად პირადი პატივისცემა არაერთგზის გამოუხატავს

ანალიტიკოსი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში “Tanap”-ის პროექტის გახსნას გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ- მინისტრი, გიორგი გახარია აქტიურად მონაწილეობს.

“ეს არის ღონისძიება რომელსაც თვალყურს ადევნებს მსოფლიო წამყვანი ქვეყნები და ამ უმნიშვნელოვანეს ეპიცენტრში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი პრემიერი, რომლის მიმართაც არაერთგზის გამოუხატავს პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად პირადი პატივისცემა ერდოღანს და ალიევს! მათ “Tanap”-ის პროექტი ერთად გახსნეს. ედირნეს პროვინციაში ერთობლივად ხელი დააჭირეს ღილაკს, რომელიც ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით. ამ პროექტის განხორციელება პირველად ხდება და ღირებულება ათი მილიარდი დოლარია! ამ სამი ქვეყნის ალიანს და პოლიტიკურ ნაბიჯებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება მსოფლიოს პოლიტიკურ ავანსცენაზე! მე ადრეც დამიწერია და ახლაც ვაცხადებ პრემიერი გიორგი გახარია წარმოადგენს ახალ საქართველოს, წარმატებულ გზას მომავლისაკენ“, – წერს ირაკლი შონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები