სამტრედიაში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა
სამტრედიაში, საჯავახოში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ძებნა როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე, ისე მდინარეში მიმდინარეობს.
გუშინ, მეხანძრე-მაშველებმა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო სამუშაოები და იმ ადგილების შემოწმება დაიწყეს, სადაც შესაძლებელია დაკარგული კაცი ყოფილიყო.
სამუშაოების შედეგად, მდინარე რიონის ნაპირზე მაშველებმა დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები იპოვეს, თუმცა, მის ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლიეს.
სანაპიროზე, იმ ადგილას, სადაც დაკარგულის ნივთები იპოვეს, საგანგებო შტაბი შეიქმნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.