გიგა ბოკერია: “პოლიტიკურ წვალებას” გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით
“პოლიტიკურ წვალებას” გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით”,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან, ოპოზიციასთან და დიპლომატიური კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ საზოგადოება შედეგს არ მიიღებს.
“პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, სანამ არ იქნება შედეგი, სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც დაპირდა ივანიშვილი და მისი გუნდი გავრილოვის ღამისა და დაღვრილი სისხლის შემდეგ და რაზეც გადააგდო მთელი საზოგaდოება. რაც შეეხება ამ დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ დიალოგის გაგრძელების, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად, ისინი იმსახურებენ “პოლიტიკურ წვალებას” და ჩვენ ამ “პოლიტიკურ წვალებას” გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, ვიდრე საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა და რის დაცვასაც აპირებს პროტესტით გარეთ”, – განაცხადა ბოკერიამ.