აჭარის პოლიციამ მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ო.ა. დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახლობლის მეშვეობით, ერთ-ერთი ბანკის ავტოლიზინგით ისარგებლა. მოგვიანებით, ო.ა.-მ ავტომანქანა 2200 აშშ დოლარად გაყიდა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს.
დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები