აჭარაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები 15 000 ლარს მიიღებენ
აჭარის სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მოქმედების წესში ცვლილება შევიდა. ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, 10 000 ლარის ნაცვლად 15 000 ლარით დააკმაყოფილებს.
ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარაში მოქმედებს სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია, რომლის მოქმედების წესში ცვლილება შევიდა. ცვლილება ეხება ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. ჩვენ მაქსიმალურ თანხას, ერთ ბენეფიციარზე, გავცემდით 10 000 ლარს. მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, თუ სრულად იქნება განადგურებული სახლი და ასევე ქონება, ასეთი ოჯახები უკვე 15 000 ლარით დაკმაყოფილდებიან“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.