ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით, ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. ამის შესახებ “კვირას” შსს-ში განუცხადეს.

დაკავებულებს შორისაა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. დაკავებულები დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

აქციის მონაწილეები ეროვნულ ბიბლიოთეკასთან იყვნენ შეკრებილნი, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ღონისძიებას ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები