ნუგზარ წიკლაური: თეა წულუკიანს მოუწევს რობოკოპების ჩაცმა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნუგზარ წიკლაური ამბობს, თუ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნებს არ შეასრულებს, თეა წულუკიანს და უმრავლესობის სხვა წევრებს რობოკოპების ჩაცმა მოუწევთ.
განცხადება ნუგზარ წიკლაურმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გააკეთა, სადაც აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები იუსტიციის მინისტრს ელოდებოდნენ.
“ჩვენ მისი დარიგებები არჩევნებისთვის გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება საარჩევნო კანონი. წულუკიანს მოუწევს რობოკოპების ჩაცმა. მას და არამარტო მას, ყველას მოუწევთ მსგავს სიტუაციაში ყოფნა, რადგან შეუძლებელია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა. უმჯობესია, დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელსაც ითხოვს მათგან ხალხი”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები