თეა წულუკიანი: ოპოზიციამ იცის, რომ მათ არჩევნებით დიდი მომავალი არ აქვთ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აქცია მყოფ ოპოზიციის ლიდერებს არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.
როგორც წულუკიანმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებს განუცხადა, ამომრჩეველი იტყვის სურს თუ არა მას “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ან სურს თუ არა “ქართული ოცნების” წასვლა.
“მოემზადეთ არჩევნებისთვის. ხალხი თავის სათქმელს იტყვის. 2020-ში იტყვის ქართველი ამომრჩეველი უნდა წავიდეს “ქართული ოცნება” თუ უნდა დარჩეს? თუ უნდა დარჩეს – რამდენი წარმომადგენლით. უნდა დაბრუნდნენ თუ არა “ნაციონალები” ხელისუფლებაში. ეგებ საქართველოს ამომრჩეველი გაისად ამბობს, რომ “ნაციონალები” უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. რატომ არ უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის? მაგრამ, როგორც ჩანს, მათ იციან, რომ არჩევნებით დიდი მომავალი არ აქვთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები