კახა ძაგანია: „ნაცმოძრაობას“ ძალისმიერი გზითა და სამოქალაქო დაპირისპირებით არ მოვაყვანინებთ ხელისუფლებაში
იმ დამნაშავე, კრიმინალური პოლიტიკური ჯგუფის, რომელიც, უძღვება ვითომდა აქციებს, ერთადერთი და მთავარი ამოცანაა სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, – ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმაკახა ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ძაგანია ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აქციებზე პოლიტიკურად გაკოტრებული პოლიტიკოსები დგანან.
„დიახ, ჩვენს პოლიტიკურ ძალას წლების მანძილზე ჰქონდა პოზიცია, რომ პროპორციული არჩევნები იყო ერთადერთი შედარებით დემოკრატიული საარჩევნო გზა, რომელზეც უნდა გადასულიყო ქვეყანა. რა თქმა უნდა, პროპორციულ სისტემას ვუჭერთ მხარს, ვართ ნაწყენები იმ ვითარებაზე, რაც გააკეთეს მაჟორიტარებმა, იმ დამნაშავე, კრიმინალური პოლიტიკური ჯგუფის, რომელიც, უძღვება ვითომდა აქციებს, ერთადერთი და მთავარი ამოცანაა სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი. მათ იციან, რომ ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში კონსტიტუციური, საარჩევნო გზით. მათ პოლიტიკური რეიტინგი გაკოტრებული აქვთ. დარჩენიათ ერთი გზა, ის რომ ხალხი დაუპირისპირდეს ერთმანეთს. გვაქვს ინფორმაცია – მოხდება გასროლა იმისათვის, რომ უფრო გაძლიერდეს მუხტი, მოიზიდონ ხალხი აქციაზე. სად არის უშიშროება? ყურადღება მიაქციონ ძალოვანმა სტრუქტურებმა ამ გარემოებას. გამოავლინონ ის პირები, რომლებიც აუცილებლად გააკეთებენ ამას, რომლებიც ცდილობენ, დააპირისპიონ ხალხი.
ამბობენ, გაერთიანებული ოპოზიციააო, მაგრამ ნახეთ, ვინ არიან: მაჭუტაძე, რომელიც დაფინანსებულია რამდნიმე მილიონით ბიუჯეტიდან, ნათელაშვილი, რომელიც ასევე დაფინასნებულია, მე თუ არა სხვა ვინ იცის, როგორ თანამშრომლობდა ნათელაშვილი სააკაშვილთან, როგორ იღებდა პოლიტიკურ დავალებებს მისგან და რა მილიონებს იღებდა სააკაშვილისგან. ეს იყო საფუძველი იმისა, რომ მთელი პოლიტიკური კომიტეტი წამოვედით პარტიიდან. ასევე ედპ -ს მილიონი აქვს დაფინანსება სახელმწიფო ბიუეჯტიდან. ესენი გამოდიან და ცდილობენ , რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს? რა დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას?“. დემოკრატიული არჩევნების ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ 5 მანდატს თუ მიიღებს. ეს აწეული მუხტები უკვე ვნახეთ ყველამ, გავიარეთ და აღარ გვინდა ეს დაპირისპირება. ხალხი ბრძენია, იციან, რა გეგმებიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, იმიტომაცაა ძალიან პატარა აქტივობები“, – განაცხადა ძაგანიამ.
მისივე თქმით, აქციებზე მდგომი პოლიტიკოსები ქვეყნაში ვითარების არევას ცდილობენ.
„ცდილობენ კიდევ აურიონ ქვეყანა, 90-იან წლებში დააბრუნონ. მე არ დავაბრუნებინებ, ჩემმა შვილმა მონაყოლით იცის 90-იანი წლები. არ მინდა, რომ ეს ჩემმა და სხვისმა შვილებმა გაიარონ. ამიტომ არ მიბრძოლია ამდენი წელია, ამოვიდნენ ყელში. მიხედოს ამ ძალოვანმა სტრუქტურებმა და საკადრისი პასუხი გასცენ მათ, ვინც ბლოკირებას ცდილობს. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. დანაშაულია სახელმწიფო ინსტიტუციების შეჩერება, დაბლოკვა და შესაბამისი სანქციაც არსებობს. პარლამენტს რომ ბლოკავ, რომ იცი , ბიუჯეტი ვერ დამტკიცდება, თუ პარლამენტრები ვერ შევლენ პარლამენტში, ეს სახელმწიფოს გააძლიერებს , თუ დაასუსტებს? რა თქმა უნდა, დაასუსტებს და ეს კარგად იციან.
ჩემო საყვარელო ხალხო, თუ ვინმეს პრეტენზია გვაქვს ხელისუფლებასთან, არჩევნებზე მივალთ და გავაკეთებთ არჩევანს , მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალისმიერი, არეულობის გზით და სამოქალაქო დაპირისპირებით არ მოვაყვანინებთ ხელისუფლებაში”, – განაცხადა ძაგანიამ.