თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემანუელ მაკრონი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ გაზეთი Milliyet წერს.
“მაკრონს ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა უნდოდა, მაგრამ ჩვენი ოპერაციის “მშვიდობის წყაროს” გამო, ის იმედგაცრუებულია. თვითონაც არ იცის, რას ამბობს”, -განაცხადა ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ “მაკრონი ნატოს მოკავშირეების გვერდით უნდა იდგეს და არა მათ წინააღმდეგ გამოდიოდეს”.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თურქეთს, რომელმაც სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ნატოს სოლიდარობის და მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
ანკარას არაერთხელ გაუკრიტიკებია პარიზი იმის გამო, რომ ის ქურთთა მუშათა პარტიის წევრებს მხარდაჭერას უცხადებს, რომელსაც ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.