ბოლნისში ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, გამოფენა მოეწყო, რომელზეც 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ სხვადასხვა არქივში დაცული მასალები იყო წარმოდგენილი.

ისტორიკოსებმა ირაკლი ხვადაგიანმა და დავით ლოსაბერიძემ დამსწრე საზოგადოებას პირველი რესპუბლიკის შესახებ მცირე ლექციები წაუკითხეს. გაიმართა დოკუმენტური ფილმის “ინიციატივა არ ისჯებას“ ჩვენება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველი რესპუბლიკის პერიოდში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მერმა ხაზი გაუსვა იმ ღირებულებებს, რომლებიც 1918-21 წლების რესპუბლიკაში ჩამოყალიბდა და აღნიშნა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო სწორედ ამ პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეა და მყარად აგრძელებს და იცავს ყველა იმ პროგრესულ დემოკრატიულ იდეალებს, რომლებიც 101 წლის წინ შემუშავდა და პრაქტიკაში განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც  ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები