ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო იმ სურათის წარმოჩენა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყანაში

პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო იმ სურათის წარმოჩენა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყანაში.
„ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო იმ სურათის წარმოჩენა რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყანაში. სურათი აბსოლუტურად ზუსტად იყო წარმოჩენილი, სწორედ ამიტომ ვისმენდით ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში და დღეს დილიდან ნაცმოძრაობის წარმომადგენლების ნერვიულ კომენტარებს. მათ ჩაიხედეს სარკეში! ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
​პარლამენტის წევრმა პარტიის თავმჯდომარის მიერ 2020 საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაძლო რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პარტიამ შესაბამისი საარჩევნო შედეგები მიიღოს.
„ჩვენი გათვლა სწორედ ეს არის, რომ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან ნიშნულს და ამაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ვიდრე ოპოზიცია დაკავებულია დესტრუქციული, ასე ვთქვათ, მოქმედებების დაგეგმვით ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შესაბამისი საარჩევნო შედეგი მივიღოთ. საარჩევნო შედეგის მთავარი პირობა საზოგადოების მხარდაჭერაა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს შედეგი იყოს ნაჩვენები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები