პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
პარლამენტის შენობასთან აქციის რამდენიმე წევრი დააკავეს.
როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, მისი ინფორმაციით სამი პირია დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან, ლუკა ბურდული და გიორგი მუმლაძე.
“ხვრელი ვიპოვეთ და დავადექით პარლამენტის შემოსასვლელს, გააკეთეს სრული მობილიზება და ახლა ადამიანებს აკავებენ. ლუკა ბურდული გიორგი მუმლაძეა დაკავებული, დანარჩენები ჯერ არ ვიცი. ყოველ ჯერზე ასე ვიჭიდავებთ. მეტი არაფერი დარჩენიათ ამ კუნთებიანი ადამიანების გარდა”, – განაცხადა ხოშტარიამ.