“პატარა ჯგუფს, რომელიც უკან გვექაჩება, ავიყვანთ ზემოთ და ვაიძულებთ, რომ ჩადგნენ ჭეშმარიტად ქვეყნის სამსახურში”

მე ვფიქრობ, რომ დღეს აღმავლობის გზას ვადგავართ,- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “იმედის“ გადაცემა “SWOT ანალიზში განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანას სწორი მიმართულებით განავითარებენ.
“ჩვენმა ქვეყანამ უამრავ კატაკლიზმებს გაუძლო. დღევანდელ შეიძლება მოჩვენებით, მაგრამ ჰუმანურ მსოფლიოში რა თქმა უნდა, ჩვენ აბსოლუტური პერსპექტივა გაგვაჩნია და ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითარონ. რა თქმა უნდა, გვექნება აღმავლობაც და დაღმავლობაც. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ აღმავლობის გზაზე ვდგავართ. კი გვექაჩება ეს პატარა ჯგუფი უკან, მაგრამ მაგათაც ავქაჩავთ და ავიყვანთ ზემოთ, ვაიძულებთ, რომ ესენიც ჩადგნენ ჭეშმარიტად ქვეყნის სამსახურში. არავინ არ უნდა დაკარგოს ქვეყანა, ყველამ აქ უნდა იცხოვროს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები