საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდა
დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ საფრანგეთიდან მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა.
კომიტეტის სხდომაზე, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, ამელი დე მონშალენიმ საფრანგეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიღწეული შედეგების შესახებ კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა. გამოსვლის შემდეგ, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოაბარა და სიმბოლურად გასაღები გადმოცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს და საქართველოს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომელსაც ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა მოაწერეს.
უკვე მოქმედი თავმჯდომარის რანგში, მინისტრმა ზალკალიანმა კომიტეტის წინაშე საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პრეზენტაცია გამართა.