ირაკლი აბესაძე: პრეზიდენტს ქაღალდზე გაწერილი წესი არ უნდა სჭირდებოდეს, რომ პოლიციის მკვლელობაში მსჯავრდებული არ შეიწყალოს

პრეზიდენტს ქაღალდზე გაწერილი წესი არ უნდა სჭირდებოდეს, იმისთვის რომ პოლიციის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი არ უნდა შეიწყალოს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ირაკლი აბესაძემ შეწყალების ახალ კრიტერიუმებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“პრეზიდენტს არ უნდა სჭირდებოდეს ქაღალდზე გაწერილი წესი, რომ არ უნდა შეიწყალოს პოლიციის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი ან არ შეიწყალოს ადამიანი, რომლიც არ აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მიმალვაშია და მართლმსაჯულებას ემალება. ასე, რომ ამ თვალსაზრისით აღნიშნული წესები არაფერს ახალს არ მოიტანს. ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის თვალისახვევას, რომ თითქოს წესების არარსებობამ გამოიწვია პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებები, სინამდვილეში ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაადეკვატური, უპასუხისმგებლო პრეზიდენტი, რომელიც სამწუხაროდ, ამ თითქო დადგენილი ფორმალური წესების ფარგლებშიც მომავალშიც შეძლებს აღაშფოთოს საზოგადოება და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ იქნება საზოგადოების ინტერესების შესაბამისი”, – განმარტა აბესაძემ.

შეწყალების ახალ კრიტერიუმებზე პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში უკვე შევიდა. სალომე ზურაბიშვილის განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები