საფრანგეთში ასობით ფერმერი ტრაქტორებით ქვეყნის მთავარ მაგისტრალებზე გავიდა, რითაც სამგზავრო მოძრაობას აფერხებენ.
ფერმერები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკას და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებს აპროტესტებენ.
ერთ-ერთ ტრაქტორზე წარწერაა “მაკრონი გვიპასუხე! გადაარჩინე ფერმერები”.
აქციის მონაწილეთა საბოლოო ლოკაცია პარიზში, ტრიუმფალური თაღის ტერიტორია უნდა მოხდეს.
ფერმერთა ორი პროფკავშირი მაკრონთან შეხვედრას ითხოვს, რომ მას სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეტენზიების გამოთქვამენ. საუბარია, მაგალითად იმაზე, რომ ფერმერებს საცხოვრებელ რაიონებთან ახლოს პესტიციდების გამოყენება, ასევე მავნებლების წინააღმდეგ გლუფოსატის გამოყენება აუკრძალეს.
გარდა ამისა, მაკრონი ზეწოლას ევროკავშირსა და კანადასთან, ასევე სამხრეთამერიკის ქვეყნების ბლოკთან დადებულ სავაჭრო შეთანხმების გამოც განიცდის. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ არსებობს იაფი სოფლის მეურნეობის საქონლის შემოტანის საფრთხე.
გასულ კვირას, ემანუელ მაკრონი ექსტრემალურად საავადმყოფოების დაფინანსებაზე განაცხადა, მას შემდეგ რაც მედპერსონალმა გაფიცვა გამოაცხადა.
მიმდინარე კვირას კი, ის ჩიხში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულების გაფიცვის დაწყებამდე პროფკავშირებთან მოლაპარაკების დროს შევიდა.