სალომე სამადაშვილი: ევროსაბჭოს თავმჯდომარე იმიტომ ვხდებით, რომ საფრანგეთის შემდეგ საქართველოა, ანბანის მიხედვით
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განმარტებით, საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნა საფრანგეთის შემდეგ იმიტომ ხდება, რომ ლათინურ ანბანში F-ს G მოსდევს.
“ქოც” პროპაგანდისტული მედიის დიდი შემოსევაა სტრასბურგში. ხვალიდან ევროსაბჭოს თავმჯდომარე ვხდებით-F-ს G მოსდევს ლათინურ ანბანში, ამიტომ France-ს-Georgia. ემზადებიან, აბა საფრანგეთის შემდეგ რომ საქართველოა, ანბანის მიხედვით და მრავალი წლის წინ, სისხლიანი 9 წლის დროს, ქართული ჯიხური რომ დაიდგა აქ საშობაო ბაზრობაზე, ამას სათანადო აღნიშვნა ხომ უნდა”, – წერს სალომე სამადაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადმოიბარებს. ქალაქ სტრასბურგში საქართველოს საფრანგეთის მხრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღებიც გადაეცემა.