აშშ-ში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და მერე თავიც მოიკლა – არიან დაჭრილები
ვაშინგტონის შტატის, ქალაქ ვანკუვერში საჯარო სკოლის ავტოსადგომთან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ამის შემდეგ მსროლელმა თავი მოიკლა.
სამართალდამცველების თქმით, სროლა სარა ანდერსონის სახელობის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.
ცეცხლის გახსნის შემდეგ მამაკაცმა მიმალვა სცადა, პოლიციის ადევნების შემდეგ მან საკუთარი ავტომობილი გააჩერა და თავი მოიკლა.